ძიება
ქარ

სიახლეები

27 ივლ 2016

მითების დეტექტორი ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდის შემაჯამებელ ანგარიშში

ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდმა (East StratCom Team) გამოაქვეყნა შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც 2015 წლის ოქტომბრიდან 10 თვის მანძილზე გავრცელებულ დეზინფორმაციას ასახავს. მონაცემები Mythbusting ქსელის ფარგლებში 30 ქვეყნის 450 -ზე მეტი ექსპერტის, ჟურნალისტის, ოფიციალური პირის, არასამთავრობო ორგანიზაციეისა და კვლევით ცენტრების თანამშრომლობის შედეგად შეგროვდა, რომელშიც მედიის განვითარების ფონდიც (MDF) იყო ჩართული.

შემაჯამებელ ანგარიშში მოცემულია დეზინფორმაციის 1649 შემთხვევა, რომელთა უმეტესობა რუსულენოვანია (936 შემთხვევა). დეზინფორმაცია 18 სხვადასხვა ენაზე გავრცელდა, მათ შორის ქართულ ენაზე. ანგარიშში მედიის განვითარების ფონდის (MDF) პროექტის „მითების დეტექტორის" ფორმატში მომზადებული შემდეგი მასალა მოხვდა:

სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდი (East StratCom Team) 2015 წლის 29 იანვარს შეიქმნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით. მის მანდატში შედის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისა და რუსეთის მიმართულებით მუშაობა და მიზნად ისახავს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

სტრატეგიული კომუნიკაციის გუნდი ევროკავშირის ინსტიტუტებთან, დელეგაციებთან, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორ ქვეყნებთან/არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აანალიზებს გავრცელებულ დეზინფორმაციას და საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით გამოსცემს ყოველკვირეულ დეზინფორმაციის მიმოხილვას (Disinformation Review) და დეზინფორმაციის დაიჯესტს (Disinformation Digest).

უკან