ძიება
ქარ

სიახლეები

06 ივლ 2016

Caucasus Hack Pack მედიაჰაკათონის გამარჯვებული გახდა

1-3 ივლისს  მოლდოვაში Deutsche Welle Akademie -სა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ცენტრის (IJC) ორგანიზებით გამართულ მედია ჰაკათონზე "მეხუთე ძალა" ქართველი და სომეხი მონაწილეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა Caucasus Hack Pack-მა გაიმარჯვა. გამარჯვება ასევე მოიპოვა კიდევ 2 გუნდმა: Do It Yourself (მოლდოვა) და Trolless (მოლდოვა).

სამ გამარჯვებულ გუნდს წარდგენილი პროექტების განსახორციელებლად 2000 ევრო გადაეცა. Caucasus Hack Pack-მა შეიმუშავა ინტერაქტიული თამაშის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს და სტუდენტებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში დაეხმარება.

Caucasus Hack Pack-ის გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: მედიის განვითარების ფონდის (MDF) პროექტის „მითების დეტექტორის" მკვლევარი დალი ქურდაძე, ჯამპსტარტ ჯორჯიას ჟურნალისტი და პროექტების კოორდინატორი ნინო მაჭარაშვილი, „ნეტგაზეთის" რეპორტიორი ლუკა პერტაია,  მედია ინიციატივების ცენტრის (სომხეთი) განვითარების პროდუსერი არმენ სარგსიანი და Business New Europe-ის კორესპონდენტი კავკასიაში და Eurasianet -ის კონტრიბუტორი, მონიკა ელენა.

ჰაკათონი მიზნად ისახავდა მედია წიგნიერების ამაღლების ხელშემწყობი სამი პროექტის გამოვლენას და დაფინანსებას.

მედიაჰაკათონი Deutsche Welle Akademie -სა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ცენტრის (IJC) ორგანიზებით გაიმართა. 

უკან