ძიება
ქარ

სიახლეები

10 მარ 2016

ევროკომისიის ინიციატივა ევროკავშირის წევრებს საქართველოსთვის ვიზების გაუქმების შესახებ

ევროკომისიამ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე.

საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ევროკომისიის დოკუმენტების რეესტრში 9 მარტს გამოქვეყნდა, ძალაში შესვლამდე ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.

ევროპარლამენტის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დამტკიცების შემდეგ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლას მრავალჯერადად შეძლებენ, თუმცა მათი იქ ყოფნა 180 დღიან პერიოდში ჯამში 90 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.

ინიციატივაში ნათქვამია, რომ საქართველომ რეფორმების თვალსაზრისით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ამოცანა შეასრულა და „ამიტომ, აკმაყოფილებს ყველა შესაბამის კრიტერიუმს, რათა მისი მოქალაქეები სავიზო მოთხოვნებისგან განთავისუფლდნენ".
წყარო: Civil.ge
უკან