ძიება
ქარ

სიახლეები

27 ნოე 2015

ევროკავშირი საქართველოს 100 მილიონი ევროთი დაეხმარება რეფორმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის

ევროკომისიამ საქართველოს დახმარების 100 მილიონიან ევროიანი ახალი პაკეტი მიიღო, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების (AA) შედეგად გასატარებელი რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება.

დახმარების ახალი პაკეტის პრიორიტეტებია საქართველოს საჯარო ადმინისტრირებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში რეფორმების უკეთ განხორციელება, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.

დახმარების პაკეტი ოთხი აქტივობისგან შედგება:

„საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მხარდაჭერა"- რაც საქართველოს საჯარო სამსახურის მოდერნიზებას გულისხმობს საჯარო ადმინისტრირების ევროპული პრინციპების შესაბამისად. რეფორმის ფარგლებში დახმარების მიზანია საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულების ამაღლება კორუფციის შემცირებისა და მოქალაქეთა მიმართ ღიაობის ხელშეწყობის გზით.

ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის საქართველოში, მეორე ფაზა (ENPARD II) - ამ მიმართულებით დახმარების მიზანია სურსათის უვნებლობის და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკისა და რეფორმის ხელშეწყობა, სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის უკეთესი სერვისების მიწოდება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება მიზნად ისახავს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურეტუნარიანობის ამაღლებას.

ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმის ფარგლებში დახმარება მოხმარდება საჯარო ინსტიტუტების გაძლიერებას, ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებების შესაბამისად. დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა (VLAP) და საქართველო- ევროკავშირს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას. ასევე, საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის პროგრამებში „კრეატიული ევროპა" და „ჰორიზონტი 2020"

სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების მდგრად განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების მართვისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების ამაღლებას, ადვოკატირების ფუნქციის გაძლიერებას და ევროკავშირი-საქართველოს შეთანხმებების აქტიურ მონიტორინგს.

დახმარება ევროკავშირის სამეზობლო ინსტრუმენტის European Neighbourhood Instrument (ENI) ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე პერიოდის (2014-2017) მთავარი პრიორიტეტებია:

  • საჯარო ადმინისტრირების რეფორმა
  • სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის განვითარება
  • მართლმსაჯულება

 


წყარო: europa.eu

უკან