ძიება
ქარ

სიახლეები

12 ნოე 2015

საქართველო და ევროკავშირი ENPARD-ის ფარგლებში სოფლის განვითარების 3 მილიონი ევროს მოცულობის პროგრამას იწყებს

ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, ევროკავშირი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწვევს მედიის წარმომადგენლებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში,საქართველოში სოფლის განვითარების ახალი საპილოტე პროგრამის პრეზენტაციაზე, ქალაქ ლაგოდეხში.

საპილოტე პროექტი ლაგოდეხში ხორციელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია CARE-ის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და ესპანური პარტნიორი ორგანიზაცია ETEA-ს ფონდის მიერ. ( ანდალუზიის რეგიონული განვითარების ფონდი). მედიის წარმომადგენლები შეხვდებიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კახა ჯამბურიას, რომელიც აღნიშული პროექტის მიმართ საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრებს. ღონისძიებას ასევე დაესწრება კაიდო სირელი, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, რომელიც ისაუბრებს ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს სოფლის განვითარების კუთხით.

მედიის წარმომადგენლები გაეცნობიან სოფლის განვითარების ინოვაციურ სტრატეგიებსა და მეთოდებს, რომელთა გამოყენება წარმატებით განხორციელდა ლაგოდეხში, მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საველე გასვლაში საოჯახო სასტუმროებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დასათვალიერებლად სოფელ ლელიანში. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადგილობრივი ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა.

პრეზენტაცია ლაგოდეხში არის გაგრძელება იმ ღონისძიებისა, რომელიც სექტემბერში სტეფანწმინდაში შედგა და მიზნად ისახავდა მედიისთვის იმ სამი საპილოტე პროექტის წარდგენას, რომელიც განხორციელდება ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. პროექტი ევროკავშირის მიერ 3 მილიონი ევროს ოდენობითაა დაფინანსებული ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში.

სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომში შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG), რომლებიც შედგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. სწორედ ეს ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე.

უკან