ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

სხვადასხვა - 15 ივნ 2017

ლადო ბედუკაძის და tb24-ის დეზინფორმაცია რუსეთის ეკონომიკის შესახებ

2017 წლის 3 ივნის, ქართულ ვებ-გვერდზე tb24.ge, გამოქვეყნდა ლადო ბედუკაძის სტატია, რომელიც რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხებოდა. ავტორი გაურკვეველი წყაროს ციტირებს, თითქოს რუსეთის ეკონომიკა იზრდება და ამასთანავე სინანულს გამოთქვამს, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამოა.
ლადო ბედუკაძე: "რუსეთის ეკონომიკა იზრდება, იზრდება უცხოური ინვესტიციები, რუსეთის ოქროსა და სავალუტო ფონდის მარაგი მნიშვნელოვნად გაიზარდა, სანქციების ფონზე გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი"”

ლადო ბედუკაძის განცხადება მცდარია, რადგან რუსეთის ეკონომიკა ბოლო წლებში საგრზნობლად მცირდება. მსოფლიო ბანკის, ბლუმბერგის, Trade Economics და სხვა ორგანიზაციების მონაცემები მოწმობს, რომ წლიდან წლამდე მცირდება როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა, შემოსავლები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე იზრდება ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი მშპ-სთან.

ფაქტი 1. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) 2015 წლის მაჩვენებელი, 2004 წლის მაჩვენებელზე დაბალია
 
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2015 წლის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 2013 წელთან შედარებით საგრძნობლად დაიკლო. თუ 2013 წელს FDI-ს მაჩვენელი $70 მილიარდამდე იყო, 2015 წელს ეს მაჩვენებელი $6 მილიარდამდე დაეცა. ეს კი უფრო ნაკლებია, ვიდრე 2004 წლის მონაცემები.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რუსეთში, 1992-2015 წლები.

წყარო: მსოფლიო ბანკი

ფაქტი 2. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2014 წელთან შედარებით 2015 წეელს რუსეთის მშპ 1.5-ჯერ შემცირდა

2009 წლიდან რუსეთის მშპ-ს ზრდა დაიწყო, მაგრამ 2013 წლის შემდეგ ისევ აქტიურად იკლებს და 2015 წელს (1.366 მილიარდი) თითქმის გაუთანაბრდა 2009 წლის მაჩვენებელს. თუ 2014 წელს მშპ-ს რაოდენობა $2052,8 მილიარდი იყო, 2015 წელს ამ მაჩვენებელმა $1331,2 მილიარდი შეადგინა.

   
რუსეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე
წყარო: Trading Economics | მსოფლიო ბანკი

ფაქტი 3. Trading Economics-ის მონაცემებით, ბოლო წლებში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ჩანს, რომ 2012 წლიდან ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება. თუ 2012 წელს ბიუჯეტი მშპ-ს -0.1%-ს შეადგენდა, 2016 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი -3.7%-ია.

წყარო: Trading Economics | რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო

ფაქტი N4. 2014 წლის შემდეგ ნავთობისა და გაზის წარმოებიდან ბიუჯეტში შემოსავლები საგრძნობლად შემცირდა

მთლიანი ეროვნული პროდუქტი ზომას ქვეყნის მიერ წარმოებულ მთლიან ეკონომიკას, მათ შორის საგარეო ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით. ქვემოთ მოცემული დიაგრამებიდან ჩანს, რომ 2014 წლის შემგომ შემცირებულია როგორც ნავთობისა და გაზის წარმოებიდან შემოსავალი, ასევე სხვა სახის შემოსავლებიც. ასანიშნავია, რომ ნავთობისა და გაზის წარმოებიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შემოსავლებით 64.01%-ია, რომელთა შემცირება საგრძნობლად აისახება რუსეთის ბიუჯეტზე.

 
წყარო: რუსეთის ფინანსთა სამინისტრო
 
ფაქტი N5. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 2017 წლის დასაწყისში უმნიშვნელოდ გაიზარდა

მთლიანი შიდა პროდუქტი გამოხატავს ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების საერთო საბაზრო ღირებულებას. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ქვეყნის ეკონომიკური ძლიერების საჩვენებლად. ქვემოთ მოცემული მონაცემებიდან ჩანს, რომ 2014 წლის დასაწყისდან მოყოებული მთიანი შიდა მაჩვენებელი უარესდებოდა 2017 წლის დასაწყისამდე.

მშპ-ს წლიური ზრდა
წყარო: Trading Economics | მსოფლიო ბანკი

   
თბილის 24-ის შესახებ:
საინფორმაციო სააგენტო შპს "თბილისი 24" საჯარო რეესტრში 2015 წლის 26 მარტს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%) არიან. გოჩა ნაჭყებია, რომელიც ამავდროულად "თბილისი 24"-ის დირექტორია, პარტია "ცენტრისტების" ერთ-ერთ ლიდერთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებული პირია. "ცენტრისტები”-ს წინასაარჩევნო კლიპი საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას, რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენასა და რუსული პენსიების გაცემას ეხებოდა.



მოამზადა ანდრია კაკაბაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია



უკან