ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

სხვადასხვა - 05 ივნ 2017

„საქართველო და მსოფლიომ" გენერალ სტიუარტის გამოსვლის ტექსტი გააყალბა

2017 წლის 31 მაისს, „საქართველო და მსოფლიო"-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პენტაგონი უკრაინას მოკავშირედ არ მიიჩნევს", სადაც მოხმობილია გენერალ ვინსენტ სტიუარტის „სიტყვები": "უკრაინა აშშ-ის პარტნიორია, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მოკავშირეთა კატეგორიაშია. ვიცი, რომ ის ძლიერი პარტნიორია, მაგრამ არაფერი მსმენია იმაზე, რომ ჩვენ უკრაინასთან ალიანსში ვარ”. 

ზემოთმოყვანილი სიტყვები დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

2017 წლის 23 მაისს, აშშ-ის სენატის შერაღებული ძალების კომიტეტის წინაშე აშშ-ის თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს დირექტორის გენერალ ვინსენტ სტიუარტის მოხსენებაში მსგვასი განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. მოხსენებაში უკრაინისთან მიმართებით ხაზგასმულია შემდეგი საკითხები: 
  • რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და დესტაბილიზაციის მოწყობა აღმოსავლეთ უკრაინაში. 
  • აღმოსავლეთ უკრაინაიში რუსეთის ზურგის გამაგრებით მიმდინარე დესტაბილიზაცია არის ბერკეტი კრემლის ხელში უკრაინის წინააღმდეგ.
  • რუსეთი აფუძნებს სამ მოტომსროლელ დივიზიას უკრაინის საზღვრის მახლობლად.
„საქართველო და მსოფლიო"-ს მსგავსი შინაარსის და იდენტურად დასათაურებული მასალა რუსულენოვანმა მედიებმა გაავრცელეს (იხ. ინფოგრაფიკა)



მოამზადა გიორგი რევიშვილმა
"მითების დეტექტორის” ლაბორატორია


უკან