ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ეკონომიკა - 20 მარ 2017

განცხადება, თითქოს ესტონეთის მშპ-ს ზრდა ქვეყნის მოსახლეობის კლების შედეგია, მცდარია

3 მარტს, საქართველო და მსოფლიომ გამოაქვეყნა მასალა, სადაც პოლიტოლოგი გიორგი მდივანი ევროკავშირში შესვლის შემდეგ ესტონეთში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას მოსახლეობის კლებას მიაწერს.
 
გიორგი მდივანი, პოლიტოლოგი: "როდესაც ამბობენ, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნების მშპ გაიზარდა და ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდა და გასამმაგდაო,- განსაკუთრებით ესტონეთი აქვთ ამოჩემებული, - რატომღაც აღარ აკონკრეტებენ, რომ მოსახლეობა შემცირდა და, რა თქმა უნდა, ამის ხარჯზე მშპ გაორმაგდებოდა. მაგალითად, ბოლო წლებში ესტონეთის მოსახლოება დაახლოებით 800 ათასით შემცირდა".
საქართველო და მსოფლიო, 3 მარტი

აღნიშნული განცხადება მცდარია, რადგან ერთ სულ მოსახლეზე ესტონეთის მშპ-ს ზრდა ევროკავშირში შესვლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას უკავშირდება, ხოლო ესტონეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით ევროკავშირში შესვლის შემდეგ მოსახლეობა არა 800 000, არამედ 44, 700-ით შემცირდა.

ფაქტი 1. ევროკავშირში შესვლის შემდეგ ესტონეთის მშპ სულ მოსახლეზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და მისი ეკონომიკური წარმატების მიზეზი დაბალანსებული სახელმწიფო ბიუჯეტი და ლიბერალური სავაჭრო და საინვესტივიო კანონებია.

Statistics Estonia-ს მონაცემების მიხედვით 2004 წელს ესტონეთის მშპ თითო სულ მოსახლეზე 7 124.6 ევროს შეადგენდა , 2016 წელს კი ის 15 883.4 ევრომდე გაიზარდა.


ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, დღეს ესტონეთი ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყანაა, რომლის ეკონომიკური წარმატების საფუძველია დაბალანსებულო სახელმწიფო ბიუჯეტი, ლიბერალური სავაჭრო და საინვესტიციო კანონმდებლობა და 2011 წლის იანვარში ევროზონასთან მიერთება.



ფაქტი 2. ევროკავშირში შესვლიდან 2017 წლამდე, ესტონეთის მოსახლეობა მხოლოდ 44,743 ადამიანით შემცირდა.

ესტონეთი ევროკავშირის წევრი 2004 წლის 1 მაისს გახდა. Statistics Estonia-ს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით 2004 წელს ქვეყნის მოსახლეობა 1,362,550 ადამიანს შედგენდა, ხოლო 2017 წლის პირველი იანვრის მონაცემებით 1,317,797 ადამიანს შეადგენს

ფაქტი 3. ევროკავშირში შესვლიდან უკვე 1 წლის შემდეგ, 2005 წელს ესტონეთის ეკონომიკამ მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.

ევროკავშირში შესვლიდან ერთი წლის თავზე ესტონეთის ეკონომიკამ 9,8 % -ით გაიზარდა, რაც ძირითადად შიდა მოთხოვნის მატებით იყო გამოწვეული. 13,9 % ით გაიზარდა ინვესტიციათა რიცხვიც. ევროკავშირში გაწევრიანებამ ესტონეთს ახალი შესაძლებლობებისკენ გაუხსნა გზა. ეს გარე ვაჭრობაზეც დადებითად აისახა და 2005 წელს ესტონეთმა ექსპორტი 30 %-ით გაზარდა. აღსანიშნავია ისიც , რომ ექსპორტის 78 % ევროკავშირის ქვეყნებზე გადანაწილდა.



მოამზადა ლიზა გორდაძემ

უკან