ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ბიო-უსაფრთხოება - 13 მარ 2017

განმეორებითი შავი პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ

2012 წლიდან დღემდე კრემლისტური და ეთნო-ნაციონალისტური გამოცემები, ასევე სხვადასხვა რესპონდენტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები რიჩარდ ლუგარის სახელობის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის შესახებ სხვადასხვა ვარიაციის დეზინფორმაციას განმეორებით ავრცელებენ. ლაბორატორიაში ადამიანებისთვის სახიფათო ცდების ჩატარების შესახებ ბოლო პუბლიკაცია "საქართველო და მსოფლიომ” 2017 წლის 26 თებერვალს გამოაქვეყნა. ამავე თარიღით გამოქვეყნებული მეორე პუბლიკაცია შეიცავდა გზავნილს, რომ ლაბორატორიის არსებობა საქართველოს რუსეთთან დაპირისპირების საბაბია.

ქვემოთმოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ყველა ის წყარო და გაზავნილი, რომელიც 2012-2017 წლებში მედიაში კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას.

ინფოგრაფიკა სრულად იხილეთ ბმულზე


რეალური ფაქტები:
  • ცენტრში ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებია განთავსებული. მე-3 დონის ზონა ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის ლაბორატორიებს, ასევე ადამიანისა და ცხოველის დაავადებების გამომწვევი განსაკუთრებით საშიში პათოგენების საცავს მოიცავს. ლუგარის ცენტრი ერთადერთია საქართველოში, მთელ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც ბიოუსაფრთხოების მე-3 დონე აქვს.
  • მე-2 დონის ზონაში მოთავსებულია ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, სეროლოგიის, მოლეკულური ეპიდემიოლოგიის/გენომის, უჯრედული კულტურების, პარაზიტოლოგიის და ენტემოლოგიის ლაბორატორიები. გარდა ამისა, ფუნქციონირებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული სამი ლაბორატორია: გრიპის, რომელშიც ხდება ადამიანისა და ფრინველის გრიპის დიაგნოზირება, პოლიემიელიტის, რომელიც საქართველოსთან ერთად სომხეთსაც ემსახურება და წითელასა და წითურას ლაბორატორიები.
  • ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სურსათის უვნებლობაა. ამ მხრივ ცენტრი სოფლის მეურნეობის ცენტრალურ ლაბორატორიასთან თანამშრომლობს, რადგანაც სურსათის უვნებლობისთვის საჭიროა როგორც ქიმიური, ასევე ბიოლოგიური კვლევები. (სრულად ლაბორატორიის შესახებ  იხილეთ)

პროპაგანდის ტექნიკა

ლაბორატორიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის წყაროები პროპაგანდის Ad nauseam-ის ტექნიკას იყენებენ, რაც ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს იმდენად ხშირად, რომ ადამიანები მას იჯერებენ.

უკან