ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ეკონომიკა - 27 დეკ 2016

დეზინფორმაცია: აშშ-დან საქართველოში არცერთი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელებულა

2016 წლის 19 დეკემბერს, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში აღნიშნა, რომ აშშ-დან საქართველოში არცერთი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელებულა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა: თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ პირდაპირ ინვესტიციას, რომელიც განხორციელებულია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუ „ეი-ეს თელასის", შემდგომში რუსების მერ შესყიდულ პროექტს არ მივუბრუნდებით, ან გნებავთ „იტერას", რომელიც შემდგომში „გაზპრომის" შვილობილი კომპანია აღმოჩნდა.

მსგავსი შინაარსის განცხადება ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში გაზეთ "ასავალ-დასავალში" შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, თემურ ხაჩიშვილის ინტერვიუში გაკეთდა, რომელიც აცხადებდა, რომ 25 წლის განმავლობაში დასავლეთს საქართველოში არცერთი საწარმო არ აუშენებია.

განმეორებით გთავაზობთ უშიშროების ყოფილი მინისტრის მცდარი განცხადების საპასუხოდ "მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალას, რომელშიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, დათვლილი იყო 1997 წლიდან დღემდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა ქვეყნებისა და სექტორების მიხედვით, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან განხორციელებულ უცხოურ ინვესტიციებსაც მოიცავს.

რეალური ფაქტები

ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1997 წლიდან მოყოლებული საქართველოში ჯამში 7, 458 381 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს მაშინ, როდესაც რუსეთის შემთხვევაში, იგივე მაჩვენებელი 603, 730 ათასი აშშ დოლარია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1997-2015 წლებში (ათასი აშშ დოლარი)






















უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულიდან 6 დასავლურია. მათ შორისაა: აშშ, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ვირჯინიის კუნძულები, ლუქსემბურგი, კვიპროსი.

აქედან გამომდინარე, ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში პირდაპირი ინვესტიციები არ განხორციელებულა, მცდარია.
უკან