ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

ნატო - 03 ნოე 2016

დეზინფორმაცია: NATO-ს ოპერაციებს მშვიდობა არსად მოუტანია

ქართულ მედიაში პერიოდულად ვრცელდება დეზინფორმაცია NATO-ს სამხედრო ოპერაციების შესახებ. 2016 წლის 19 ოქტომბერს, "საქართველო და მსოფლიო”-ს ჟურნალისტმა თავის სტატიაში აღნიშნა:

"ერთი ქვეყანა მაინც მიჩვენეთ, რომელშიც ნატო შევიდა და იქ მშვიდობაა?!”

მითების დეტექტორი წარმოგიდგენთ ფაქტობრივ მასალას NATO-ს რამდენიმე ინტერვენციის შესახებ, რომლის შედეგადაც შეიარაღებული დაპირისპირება შეწყდა.


NATO-ს ოპერაციამდე

NATO-ს ოპერაციების შემდეგ

ბოსნია და ჰერცოგოვინა 
  1. 1992-95 წლებში შეიარაღებული კონფლიქტი ბოსნია-ჰერცოგოვინის რესპუბლიკასა და ბოსნიელი ხორვატებისა და ბოსნიელი სერბების თვითგამოცხადებულ წარმონაქმნებს შორის;
  2.  მუსლიმი ბოსნიაკების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და ხორვატების ეთნიკური წმენდა;
  3. საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართული განადგურება, სისტემური და მასობრივი გაუპატიურება.
  1. გაფორმდა სამშვიდობო შეთანხმება დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რომელიც დეიტონის შეთანხმების სახელითაა ცნობილი;
  2. NATO-მა რეგიონში სტაბილიზაციის ძალები განათავსა, რომელიც აქ 2004 წლამდე დარჩნენ;
  3. დეიტონის შეთანხმების შემდეგ შეიარაღებული დაპირისირება ბოსნიის მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის აღარ მომხდარა.
კოსოვო
  1. შეიარაღებული კონფლიქტი სერბეთის მთავრობასა და კოსოვოს გამათავისუფლებელ არმიას შორის;
  2. კოსოვარი ალბანელების ეთნიკური წმენდა

  1. შეწყდა შეიარაღებული კონფლიქტი კოსოვოს გამათავისუფლებელ არმიასა და სერბეთის მთავრობას შორის;
  2. კოსოვარი ალბანელები გათავისუფლდნენ მილოშევიჩის მრავალწლიანი შევიწროებისგან;
  3. თავიდან იქნა აცილებული ალბანელების გენოციდი
მაკედონია
  1. შეიარაღებული კონფლიქტი ალბანეთის ეროვნულ გამათავისფლებელ არმიასა და მაკედონიის მთავრობას შორის.
  1. გაფორმდა ოჰრიდის შეთანხმება, რომლის თანახმადაც მაკედონიის მთავრობამ გააუმჯობესა ქვეყანაში ალბანელების უფლებები; ალბანური ენა ქვეყნის მეორე ენად გამოცხადდა; გაიზარდა ეთნიკურად ალბანელების მონაწილეობა სახელმწიფო ინსტიტუტებში, პოლიციასა და ჯარში;
  2. ალბანელებმა დათმეს სეპარატისტული მოთხოვნები და აღიარეს მაკედონიის სახელმწიფო ინსტიტუტები. გამათავისუფლებელმა არმიამ დათმო შეიარაღება და ის NATO-ს ჩააბარა.


მოამზადა სოფო გელავამ
უკან