ძიება
ქარ
მითების
დეტექტორი

უახლესი მითები

კანონმდებლობა - 28 მარ 2016

მითები და რეალური ფაქტები უვიზო მიმოსვლის შესახებ

გაზეთ "ალიასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გაავრცელა დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს არავითარ შეღავათს არ აძლევს, გარდა იმისა, რომ მათ რიგში დგომა არ მოუწევთ და რომ ევროპაში საქართველოს მოქალაქეებს სირიიდან და ერაყიდან ჩასულ ლტოლვილებზე ნაკლები უფლებები ექნებათ.

რეალური ვითარება კი ასეთია: ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოსახვედრად ეტაპის გავლა ჭირდებათ. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს აღარ დაჭირდება ვიზა და მხოლოდ ორი სავალდებულო ეტაპის გავლა მოუწევს.

საქართველოს მოქალაქეების შედარება ევროპაში მოხვედრილ სირიელ და ერაყელ დევნილებთან არასწორია. საქართველოს შემთხვევაში საქმე გვაქვს თავისუფალ მიმოსვლასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში - დევნილებთან, რომლებიც ევროპის ქვეყნებში არალეგალურად მოხვდნენ და ამჟამად სპეციალურ სტატუსს ატარებენ.

მოცემული ინფოგრაფიკა ასახავს, თუ რა ეტაპებს გადიან საქართველოს მოქალაქეები ამჟამად შენგენის ვიზის მოსაპოვებლად და რამდენად გამარტივდება პროცედურები უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში. გარდა იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს არ მოუწევს სავიზო მოსაკრებლის 35 ევროს გადახდა, მას არ დასჭირდება აპლიკაციის შევსება, საკონსულოში გასაუბრებისთვის თარიღის დაჯავშნა, ინტერვიუზე მისვლა, გარკვეული დროითი ინტერვალის შემდეგ პასუხის მისაღებად მისვლა. ვიზაზე პასუხი დოკუმენტების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა. ეს ვადა ზოგჯერ შეიძლება 30 დღემდეც გაგრძელდეს.

უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში მხოლოდ 2 ეტაპია გასავლელი, საქართველოს მოქალაქე უნდა ფლობდეს ბიომეტრიულ პასპორტს და თან ჰქონდეს დოკუმენტაცია, რომელიც საზღვრის გადაკვეთის მომენტში მას შეიძლება მოსთხოვონ. ეს შესაძლოა იყოს ფინანსური მდგრადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამოგზაურო დაზღვევა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი; ნათესავების ან მეგობრების მონახულების შემთხვევაში - მიმწვევის საკონტაქტო ინფორმაცია, სამუშაო ვიზის შემთხვევაში - ღონისძიების პროგრამა.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს შეეძლება შენგენის წევრი 22 სახელმწიფოს ტერიტორიაზე უვიზოდ შევიდეს:

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

გარდა ამისა, უვიზო მიმოსვლა ნებადართული იქნება:

შენგენის არაწევრსახელმწიფოსთან -ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგა და შვეიცარიაშენგენის ზონის კანდიდატ ქვეყნებთან - ხორვატია, რუმინეთი და ბულგარეთი.

ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეს საშუალებას აძლევს, შენგენის ვიზის გვერდის ავლით მოხვდეს ევროპულ ქვეყნებში.

ინფოგრაფიკა იხილეთ შემდეგ ბმულზე. 


წყარო:


უკან