ძიება
ქარ

ფაქტები ევროპის შესახებ

ტერიტორია: 10,180,000 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა: 742,452,000 (2013 წლის მონაცემები)
ქვეყნები: დაახლოებით 50

დასავლური კულტურა ევროპის, კერძოდ ანტიკური საბერძნეთისა და ანტიკური რომიდან იღებს სათავეს. მე-15 საუკუნიდან დღემდე, ის გლობალურ ასპარეზზე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. მე-18 საუკუნის ბოლოს დიდ ბრიტანეთში დაწყებულმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ დასავლეთ ევროპაში და მთელს მსოფლიოში დასაბამი რადიკალურ ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ცვლილებებს მისცა.

ცივი ომის პერიოდში ევროპას „რკინის ფარდა“ ორ ნაწილად ჰყოფდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპელი ლიდერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის შედეგად იყო შესაძლებელი. ევროპულმა ინტეგრაციამ დასავლეთ ევროპაში ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის შექმნა განაპირობა, რაც 1989 წლის რევოლუციისა და 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაზეც გავრცელდა. ბევრი ევროპული ქვეყანა გაერთიანებულია შენგენის ზონაში, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის საზღვრებსა და მიგრაციაზე კონტროლს აუქმებს.