ძიება
ქარ

პროექტის შესახებ

მითების მსხვრევა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება

მედიის განვითარების ფონდიაღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში ახორცილებს პროექტს „მითების მსხვრევა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება".

პროექტის მიზანია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ კომუნიკაციის ხელშეწყობა, როგორც საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგიის შეფასებისა და ანალიზის გზით, ასევე მედიაში გამოვლენილ მცდარ ინფორმაციაზე კვალიფიციური კვლევების მომზადებისა და გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ პრობლემატურ საკითხებზე საჯარო დისკუსიების ორგანიზების გზით.

პროექტი საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად ფოკუსირებული იქნება უმცირესობით კომპაქტურად დასახელბულ რეგიონებზე. ინტეგრაციის პროცესის შესახებ მათი კვალიფიციური ინფორმირების მიზნით, მომზადდება ვებ-პორტალის - www. eurocommunicator.ge-ის სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი გვერდები. ასევე გაგრძელდება „მითების დეტექტორის" მომზადება, რაცმედია მონიტორინგის შედეგებს დაეფუძნება და ხელმისაწვდომი იქნება ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე.

კვლევითი კომპონენტი ასევე მოიცავს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეთა გამოკითხვას და კვლევის მთავრი მიგნებების საფუძველზე აქტუალურ თემებზესაქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში მრგვალი მაგიდების ორგანიზებას.

მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა გამოკითხვას, მედია მონიტორინგის შედეგების ანალიზსდა რეკომენდაციების შემუშავებას გულისხმობს.



მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ


პროექტის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულებების შესახებ; ასევე მედიის მიერ ან მედიის მეშვეობით ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ფაქტებზე რეაგირება ალტერნატიული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების გზით.

წინამდებარე პლატფორმა შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს, ხელი მიუწვდებოდეთ კვალიფიციურ კვლევებზე იმ დეზინფორმაციის საპირწონედ, რომელიც ხშირად საჯარო სივრცეში სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში თემატურ საკითხებზე "მითების დეტექტორი" მომზადდება.

პროექტი ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ხორიციელდება.